top of page
სწავლა ავსტრიაში

 

 

 

 

 

 

პროექტის შესახებ

 

 

პროექტი "სწავლა ავსტრიაში" არის ერთგვარი მონაცემთა ბაზა, რომელიც "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციამ" ერთი მიზნით შექმნა - გვსურს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ავსტრიაში უმაღლესი განათლების მიღებით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს.

 

პროექტის იდეა გაჩნდა იმ უამრავი შეკითხვის შემდეგ, რომლებსაც ჩვენი ასოციაცია საქართველოსა და ავსტრიაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან იღებს. გადავწყვიტეთ, ეს შეკითხვები და მათი პასუხები მონაცემთა ერთ ბაზაში გაგვეერთიანებინა და ეს კომპაქტურად შეკრული ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

 

ეს არის არა ოფიციალური დოკუმენტი, არამედ მხოლოდ ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით შედგენილი მონაცემთა ბაზა.

 

ვგეგმავთ ინფორმაციის პერმანენტულ განახლებას, მონაცემების გავრცობასა და ახალი საკითხების დამატებას. ამიტომ, თუ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს ამ დოკუმენტში ვერ აღმოაჩენთ, მოგვწერეთ ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტექსტის ავტორები: სალომე სალაძე, მარიკა ბექაური

 

(აქ) ყველა უფლება უკვე დაცულია. დაიცავი შენი უფლებები.

 

 

დოკუმენტზე გადასვლა

bottom of page