Georgian Students' Association in Austria

სწავლა და მუშაობა ავსტრიაში
ავსტრიის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ავსტრიაში სტუდენტის ვიზით იმყოფება, შეზღუდული აქვს წვდომა დასაქმების ბაზარზე, კერძოდ:
დღევანდელი მონაცემებითა და კანონში მომხდარი ცვლილების გათვალისწინებით, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს უფლება აქვთ კვირაში 20 საათი იმუშაონ. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ავსტრიის დასაქმების სააგენტოს (AMS) ვებგვერდი. საუბარია მუშაობის ოფიციალურ უფლებაზე. ავსტრიის დასაქმების სააგენტოში გაფორმების გარეშე ე.წ. შავ სამსახურს ("შავად მუშაობას") შესაძლოა როგორც თქვენთვის, ისე თქვენი დამსაქმებლისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვეს.
მუშაობის ოფიციალურად დაწყებამდე სტუდენტს AMS-ის დასტური/თანხმობა სჭირდება. პროცედურა შემდეგია: დამსაქმებელი, რომელიც მზად არის აგიყვანოთ კვირაში , ავსებს განაცხადის ფორმას და აგზავნის მას AMS-ის შესაბამის ფილიალში. განაცხადს თან უნდა დაერთოს თქვენი პასპორტისა და ბინადრობის მოწმობის ქსეროასლები; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა AMS-მა დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოითხოვოს.
განაცხადის წარდგენიდან დაახლოებით 4-8 კვირაში AMS წერილობით დასტურს გიგზავნით თქვენც და დამსაქმებელსაც. მხოლოდ ამ დასტურის მიღების შემდეგ შეგიძლიათ სამსახურის დაწყება. საქმე იმაშია, რომ უცხოელ სტუდენტს ავსტრიაში ერთწლიანი დარჩენის უფლება კი აქვს ვიზის სახით, მაგრამ ეს უპირობოდ არ ითვალისწინებს მუშაობის უფლებასაც. ნებისმიერი ახალი სამსახურის მოძებნისას დამსაქმებლის მიერ განაცხადის წარდგენისა და ლოდინის პროცესის ხელახლა გავლა მოგიწევთ.
ცნობისათვის, 20 საათიანი სამუშაო გრაფიკის ანუ ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაში თქვენი სოციალური და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს დამსაქმებელი ფარავს. ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული, განურჩევლად მისი სტატუსისა, წელიწადში 14 ხელფასს იღებს, ანუ ჩვეულებრივ თვიურ ხელფასთან ერთად კანონით დადგენილ საშობაო და საზაფხულო სახელფასო დანამატს.
დასაქმების მსურველთათვის, მათ შორის სწავლის პერიოდში სამსახურის მაძიებელთათვის, ავსტრიაში არაერთი ვებგვერდია შექმნილი. სტუდენტური/სტუდენტურ რეჟიმთან შეთავსებადი სამსახურების ერთი ნაწილი AMS-ის ოფიციალურ ვებგვერდზეც მოიძებნება. ვაკანსიების გვერდი ყოველდღიური განახლების რეჟიმშია და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ AMS-ის გვერდზე საკუთარი პროფილი დაარეგისტრიროთ ვაკანსიებზე წვდომისა და ძიების შედეგის ოპტიმირებისთვის.
გთავაზობთ რამდენიმე ვებგვერდის მისამართს, რომლებზეც უმეტესად სტუდენტებისთვის რელევანტური ვაკანსიები ქვეყნდება: