top of page

რა თანხას მოიცავს სემესტრული გადასახადი?

 

 

სემესტრული გადასახადი თითქმის ყველა უნივერსიტეტში განსხვავებულია. ის, თუ გადასახადის გადამხდელ სტუდენტთა რომელ კატეგორიაში მოხვდებით, დამოკიდებულია თქვენ მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე, თქვენ სტატუსზე ავსტრიის რესპუბლიკაში, თქვენ მიერ აქამდე მიღებულ განათლებაზე და ა.შ.

 

უნივერსიტეტებში სემესტრული გადასახადის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა სტუდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. უნივერსიტეტების ვებგვერდებზე დეტალური ინფორმაციაა მოცემული სტუდენტებისთვის მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიხედვით დაწესებული სემესტრული გადასახადის შესახებ. უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ავსტრიისა და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის სწავლა უფასოა; მათ მხოლოდ საერთო სტუდენტური კავშირის (ÖH) მოსაკრებლის, 20 ევროს გადახდა ეკისრებათ. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ერთი ნაწილი ღარიბი ქვეყნების კატეგორიაში შედის. ამ კატეგორიის ქვეყნების მოქალაქეებიც გათავისუფლებულნი არიან სემესტრული გადასახადისგან.

 

ქვეყნების ესეთი კატეგორიების მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ვენის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

საქართველო არ შედის განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნების სიაში, ამიტომ მისი მოქალაქეების უმრავლესობას ავსტრიის უნივერსიტეტებში სწავლის შემთხვევაში სემესტრული გადასახადის გადახდა უწევთ, თუმცა მათთვის გადასახადის რაოდენობა სხვადასხვა უნივერსიტეტში განსხვავებულია. მაგალითად, ვენის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისთვის სემესტრული გადასახადი 2018 წლის გაზაფხულის სემესტრამდე 363,36 ევროს შეადგენდა, მათთვის, ვინც ვენის უნივერსიტეტში, როგორც ordentliche Studierende სწავლას 2018 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებს, სწავლის გადასახადი 745,92 ევრომდე გაიზარდა. 

 

გადასახადი  ვენის ეკონომიკის უნივერსიტეტში - 745,42 ევროს შეადგენს. ზალცბურგის უნივერსიტეტში ევროკავშირის მოქალაქეთათვის სემესტრული გადასახადი 745,42 ევროა, ხოლო არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის (მათ შორის ქართველებისთვის) - 726,72 ევრო (2017 წლის ოქტომბრის მონაცემები).

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვენის უნივერსიტეტის, ვენის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და ზალცბურგის უნივერსიტეტის ვებგვერდებზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე (VWU-ში), სემესტრში სწავლის გადასახადი შეადგენს 508 ევროს. 

      

 

 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page