Georgian Students' Association in Austria

როგორი ფორმით უნდა იყოს განაცხადის შესატანად საჭირო საბუთები ნათარგმნი და დამოწმებული?
განაცხადის შეტანამდე, გირჩევთ, დეტალურად გაეცნოთ თქვენ მიერ ამორჩეული უნივერსიტეტის მისაღებ პროცედურებს. რადგან საჭირო საბუთების დამოწმებასა და თარგმნასთან დაკავშირებით თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს დეტალებში განსხვავებული მოთხოვნები აქვთ.
მაგალითად, გრაცის უნივერსიტეტი აბიტურიენტებისგან ითხოვს როგორც ორიგინალი დოკუმენტების, ისე მათი ასლების აპოსტილით დამტკიცებას; მაშინ, როცა ვენის უნივერსიტეტი აპოსტილირებული დოკუმენტების ასლების მხოლოდ ნოტარიულ დამოწმებას ითხოვს.
სწავლის დასაწყებად განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტების თარგმნისა და დამოწმების პროცესს შემდეგი თანმიმდევრობა აქვს:
1. ქართულ ენაზე გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი საჭიროებს პირველ რიგში აპოსტილით დამოწმებას. განათლების სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ხდება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, (ალექსიძის ქუჩა 1, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია). გაითვალისწინეთ, რომ აპოსტილით თავად ორიგინალი საბუთი უნდა დამოწმდეს.
2. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის ასლი უნდა ითარგმნოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე (თუ ორიგინალი დოკუმენტი ორენოვანია, მაგალითად ქართულ-ინგლისური, მისი თარგმნა სავალდებულო არ არის).
3. და ბოლოს, აპოსტილირებული დოკუმენტის ასლი, რომელიც გერმანულ ან ინგლისურ ენაზე არის ნათარგმნი (ან თუ დოკუმენტი ორენოვანია, მხოლოდ მისი აპოსტილირებული ორიგინალის ასლი), უნდა დამოწმდეს ნოტარიულად.