top of page

უნივერსიტეტებში სწავლის დასაწყებად განაცხადის შეტანის ვადები

 

 

განაცხადის შეტანის ვადები, ზოგადად, სემესტრის დაწყებამდე დაახლოებით 1,5-2 თვით ადრე იწყება. ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში უმეტეს სპეციალობებზე სწავლის დაწყება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის სემესტრებიდან არის შესაძლებელი. მაგალითისთვის ვენისა და გრაცის უნივერსიტეტებში ამ წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუთების შეტანა 9 იანვრიდან 5 თებერვლამდეა. იხილეთ შესაბამისი ვენის უნივერსიტეტის ვებგვერდის შესაბამისი ლინკი.

 

უნივერსიტეტი დაახლოებით 12 კვირის ვადას ითხოვს დოკუმენტების დამუშავებასა და თქვენთვის პასუხის მოწერაში, ამიტომ სასურველია განაცხადის დროულად გაგზავნა. როგორც წესი, დასტური ან უარი გეგზავნებათ როგორც ელექტრონილი ფოსტით, ისე წერილობით.

 

იმ შემთხვევაში, თუკი უნივერსიტეტიდან ე.წ. Zulassung მაშინ მოგივათ, როცა სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია, თქვენ უფლება გაქვთ, როგორც Ordentliche Studierende  უკვე დაწყებულ სემესტრში შეუერთდეთ სწავლის პროცესს, ან მომდევნო სემესტრში დაიწყოთ სწავლა. სამწუხაროდ, იგივე არ შეუძლიათ იმ სტუდენტებს, ვინც სწავლას ენის კურსით იწყებს. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, სამწუხაროდ შეუძლებელია დაგვიანებით სასწავლო პროცესს შეუერთდეთ და მოგიწევთ მომდევნო სემესტრამდე დალოდება.  ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ უნივერსიტეტის დასტური უვადოა და მოქმედებს მანამ, სანამ იმ ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა არ შეიცვლება, რომელზეც ჩააბარეთ. 

 

 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page