top of page

მენტორების პროექტის პირველი შეხვედრა/Das erste Treffen im Rahmen des MentorInnenprojektes

ალბათ გახსოვს, ჩვენი სტუდენტური ასოციაციის ფარგლებში არსებობს ასეთი პროექტი "მენტორი". პროექტის მთავარი არსი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც უკვე სტუდენტები ვართ, ვხდებით მენტორები და ინდივიდუალურად ვაკვალიანებთ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ავსტრიის რომელიმე უნივერსტეტში ჩაბარება ან საუნივერსიტეტო ცხოვრების დეტალებში გარკვევა უნდათ. ანუ, ენთუზიაზმის საფუძველზე, რა თქმა უნდა ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურების გარეშე,მოხალისეობრივად, მათ ერთგვარად მივაცილებთ უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, გზაზე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უკვე გავიარეთ :)

გუშინ პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გავმართეთ, შეხვედრაზე დასწრების სურვილი მენტორების პროექტის მონაწილეების გარდა ვენაში მყოფმა სხვა ქართველმა ახალგაზრდებმაც გამოთქვეს, და გუშინ საღამოს შემოგვიერთდნენ. მათგან რამდენიმემ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ მონაწილე სტუდენტებზე, ანუ მენტებზე, რომლებიც ჩვენს პროექტში უკვე დარეგისტრირდნენ და რომლებისთვისაც საქაღალდეები გქვონდა მომზადებული პირველადი მნიშვნელოვანი ინფორმაცი(ებ)ით, რაც მათ სტუდენტური ცხოვრების პირველ ეტაპზე მეტნაკლებად გამოადგებათ და ასევე ტექსტილის ჩანთები, პატარ-პატარა საჩუქრებით. შემდეგ მოკლედ ვისაუბრეთ იმ ბეჭდურ მასალაზე, რაც საქაღალდეებში გვქონდა შეკრებილი და იმ თემებზე, რაც სტუდენტობას, უნივერსიტეტს და სტუდენტურ ცხოვრებას უკავშირდება.

სასიამოვნო და კარგი შეხვედრა გამოგვივიდა :)

 

საკვანძო სიტყვები

Noch keine Tags.
bottom of page