top of page

შესაძლებელია თუ არა, გერმანიაში Au-pair პროგრამით მყოფმა ქართველმა ახალგაზრდამ ავსტრიის უნივერსიტეტში განაცხადი შეიტანოს და Au-pair პროგრამის დასრულების შემდეგ გადმოვიდეს ავსტრიაში სტუდენტის სტატუსით?

 

 

დიახ, შესაძლებელია. ამისათვის ავსტრიაში, დაგეგმილი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სავიზო განყოფილებაში სტუდენტის სტატუსით ვიზის გასაგრძელებლად სავალდებულო დოკუმენტების წარდგენაა საჭირო; მათ შორის აქტუალური ვიზის, პასპორტის, უნივერსიტეტში რეგისტრაციის დასტური, საბანკო ანგარიშზე საჭირო თანხის არსებობის დამადასტურებელი ცნობის, დაზღვევისა და ბინადრობის მოწმობის. ამ დოკუმენტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ქვეთავში

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავსტრიაში სტუდენტური ვიზის ასაღებად განაცხადი უნდა შეიტანოთ გერმანიის ვიზის ვადის გასვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ საქართველოში დაბრუნება და საქართველოდან ზრუნვა ავსტრიის ვიზის მოსაპოვებლად. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო დრო არ გყოფნით საჭირო საბუთების მოსაგვარებლად და ამავე დროს დასტური (Zulassung) ავსტრიული უნივერსიტეტისგან უკვე მიღებული გაქვთ, გირჩევთ, მიაკითხოთ გერმანიაში უცხოეთის მოქალაქეების მომსახურების ბიუროს, ე.წ. Ausländeramt-ს და იმ საბაბით, რომ ვერ ასწრებთ საჭირო დოკუმენტების შეგროვებას, უნივერსიტეტის აღნიშნული Zulassung-ის საფუძველზე მოითხოვოთ დამატებით რამდენიმე კვირიანი დროებითი ვიზა გერმანიაში დასარჩენად.

      

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page