top of page

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის დაარსება/Gründung des Vereins der georgischen Studierenden in

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 5. Feb. 2015
  • 1 Min. Lesezeit

8 იანვარს ვენაში გაიმართა „ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. აღნიშნული გაერთიანება დაფუძნდა საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროექტის ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი ახალგაზრდები, ასევე ავსტრიაში საქართველოს კონსული და საქართველოს საელჩოს მრჩეველები.

პრეზენტაციაზე საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ახალგაზრდებს თავისი სამოქმედო პროგრამა გააცნო, ხოლო სტუდენტური ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრებმა კი გაერთიანების სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრეს.

„ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია“ პირველი ქართული სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც ავსტრიაში დაფუძნდა. უახლოეს მომავალში ფილიალების დაარსება იგეგმება გრაცში, ლინცში, ზალცბურგსა და ინსბრუკში.

ასოციაცია მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტების გაერთიანებას და მათი ავსტრიულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ასევე, აღნიშნული ორგანიზაცია კონსულტაციას უწევს ქართველ ახალგაზრდებს სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში .

ქართველ სტუდენტთა ასოციაციის მიზანია ქართული კულტურულ შემეცნებით ღონისძიებების მოწყობა და აღნიშნული ღონისძიებებით საქართველოს პოპულარიზაცია ავსტრიაში.

ასოციაცია გაწევრიანებისკენ მოუწოდებს ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას.

შემოგვიერთდით, ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე!

 
 
 

Comments


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page