ძალა ერთობაშია! გერმანია-საქართველო/Gemeinsam sind wir Stark! Georgien-Deutschland
- georgianstudents
- 7. Feb. 2015
- 1 Min. Lesezeit
დღეს, 7 თებერვალს, გერმანიის ქალაქ ჰოიზენშტამში ერთმანეთს გერმანიის და საქართველოს რაგბის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ქართველებმა უდიდესი უპირატესობით, ანგარიშით 8:64 დაამარცხეს გერმანელები.
შეხვედრას უამრავი ქართველი დასწრო, რომლებიც გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით მატჩს ვენაში მცხოვრები ახალგაზრდები და ასევე ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის წევრებიც დაესწრნენ.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი ასოციაციის სპორტული კომიტეტის კურატორს, ნინი აბჟანდაძეს, კომიტეტის ხელმძღვანელს გიორგი ქვაჩაკიძეს და მთლიანად სპორტულ კომიტეტს, რომელმაც უდიდესი შრომა ჩადეს შეხვედრის წინა მოსამზადებელ სამუშაოებში, ასევე მადლობა ვენაში მცოვრებ იმ ახალგაზრდებს, რომლთაც ჯამში 1800 კილომეტრის გავლა მოუწიათ, მაგრამ მატჩს მაინც დაესწრნენ.
ასევე, ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის სახელით, მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასევე ქართული რაგბის ფედერაციას, რომლებმაც ასოციაციის წევრებს საჩუქრად მატჩზე დასასწრები ბილეთები გადასცეს. დღეს, გერმანიის მიწაზე, ათასობით ქართველი, ჩვენმა ბორჯღალოსნებმა გაგვაერთიანეს და უდიდესი სიხარული გვაჩუქეს!
მადლობა მათ ამისთვის! ჩვენ ისინი გვეამაყებიან და მზად ვართ მათ საგულშემატკივროდ ბოლომდე დავხარჯოთ ჩვენი ყველანაირი რესურსი!
Comments