გრაცში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ფილიალი დაარსდება/In Graz wird eine Filiale von GSA geg
- georgianstudents
- 8. Feb. 2015
- 1 Min. Lesezeit
14 თებერვალს, ქალაქ გრაცში, 17:00 საათზე, დაგეგმილია ავსტრიაში ქართველ სტუდენტთა ასოციაციის პრეზენტაცია და ასევე გრაცის ფილიალის დაარსება.
ეს არის პირველი ქართული სტუდენტური გაერთიანება ავსტრიაში, რომელიც შეიქმნა საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრაზე თქვენ საშუალება გექნებათ გაიცნოთ ავსტრიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი და მმართველი საბჭოს წევრები, რომლებიც ორგანიზაციის შექმნის ისტორიას, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გაგაცნობენ.
პრეზენტაციის ბოლო ნაწილი გრაცში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს დაეთმობა. გრაცის ფილიალის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე მისი ხელმძღვანელი მარიკა ბექაური ისაუბრებს.
გიწვევთ ყველას, ვისაც ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, ორგანიზაციაში გაწევრიანება და პროექტებში ჩართვა გსურთ.
შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება გერმანულენოვანი სტუმრების ინტერესებიც.
მისამართი: "open space" Annenstraße 27, 8020 Graz, Austria

Comments