top of page

ბავშვთა საღამო ვენაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის/Ein Spielabend für georgische Kinder in Wien

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 10. Feb. 2015
  • 1 Min. Lesezeit

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით, 22 თებერვალს, 15:00 საათზე, ქალაქ ვენაში ქართველი პატარებისთვის ღონისძიება ჩატარდება, რომელიც ორიენტირებული იქნება ბავშვებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოზე, უფრო მეტად გააცნოს ჩვენი ქვეყანა.

ღონისძიებაზე ასევე წაიკითხავენ ქართულ ზღაპრებს, დახატავენ ზღაპრის გმირებს, და რაც მთავარია, შეიტყობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ჩვენი სამშობლოს შესახებ.

ფართის სიმცირიდან გამომდინარე ადგილები შეზღუდულია.

სასურველია ღონისძიებაში მონაწილე ბავში იყოს 3 წლის ზემოთ და ესმოდეს ქართული ენა.

მისამართი:

1090 Wien, Glasergasse 27. მდებარეობს "U4 Roßaerlände"- სა და "U4 Friedensbrücke"- ს შორის

მშობლებს, ვისაც სურვილი აქვთ თავიანთი შვილები ჩართონ აღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ მოგვწეროთ მაილზე georgian.students@yahoo.de, ან დაგვიკავშრდეთ შემდეგ ნომრებზე:

მიხეილ პაპუნაშვილი, სტუდენტური ასოციაციის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი:

0664 6576140

მარეხ ნანავა, მმართველი საბჭოს წევრი:

0681 84150428


 
 
 

Comments


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page