აღმოაჩინე ვენა/Entdecke Wien
- georgianstudents
- 4. März 2015
- 1 Min. Lesezeit
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ვენის სათაო ოფისის კულტურის კომიტეტმა დაიწყო პროექტი სახელწოდებით "აღმოაჩინე ვენა" (Entdecke Wien) ,რომელიც თვეში ერთხელ ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უფასოდ მოინახულონ ვენაში მდებარე მუზეუმები, ესტუმრონ გამოფენებს, თეატრს, კინოს და უფრო ახლოს გაეცნონ ვენის ისტორიას და კულტურას. გუშინდელი პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა მოინახულეს ვენის მუზეუმი, გამოფენა სახელწოდებით „ICH BIN ICH" მირა ლობესა და სუსი ვიგელის შესახებ და "Romane Thana" რომისა და სინტის მხარეები. ამის შემდეგ ესტუმრნენ ვენის საათების მუზეუმს, მიიიღეს მრავალი საინტერესო ინფორმაცია. შემოგვიერთდით მომდევნო თვეში,პროექტი მიიღებს უფრო დახვეწილ სახეს და ვეცდებით რომ დღე რომელსაც ჩვენთან ერტად გაატარებთ იყოს პროდუქტიული და სასიამოვნო.
Comments