Suche
ბავშვთა საღამო ვენაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის/Ein Spielabend für georgische Kindern in Wie
- georgianstudents
- 4. März 2015
- 1 Min. Lesezeit
22 თებერვალს ქალაქ ვენაში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ორგანიზებით ქართული საბავშვო საღამო ჩატარდა. აღნიშნულ საღამოზე ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაციები საქართველოს შესახებ, წაიკითხეს ქართული ზღაპარი "დედა" და გააფერადეს ზღაპრის გმირები, ასევე ითამაშეს და იცეკვეს ქართული საბავშო სიმღერების თანხლებით. საღამოს ბოლოს კი თითოეულმა მონაწილემ სიმბოლურად ფურცლებზე დახატა საკუთარი ხელები და დააწერა სახელები. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო, ვენაში მცოხვრებ ქართველ ბავშვებს გაეცნოთ ერთმანეთი და მათთვის შეგვექმნა ქართული გარემო, ის რაც თითოეულ მათგანს სამშობლოსგან შორს ყოფნის გამო აკლია.
Comentarios