top of page

გრაცის ფილიალის დაარსება/Gründung der Filiale in Graz

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 4. März 2015
  • 1 Min. Lesezeit

14 თებერვალს ქალაქ გრაცში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ფილიალი დაარსდა. გაერთიანების მთავარი მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც გარდა ერთმანეთის დახმარებისა, ეცდებიან, რომ სხვადასხვა სახის ქართული ღონისძიებებით თავიანთ თანატოლ ავსტრიელებს ჩვენი ქვეყანა გააცნონ. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიაში და ასევე სტუდენტური ასოციაციის ხელმძღვანელი სალომე სალაძე, ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ პაპუნაშვილი და ასევე ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარეხ ნანავა. გრაცის ფილიალს მარიკა ბექაური უხელმძღვანელებს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. უახლოეს მომავალში ასოციაციის ფილიალების გახსნა გრაცის გარდა იგეგმება ზალცბურგში, ლინცსა და ინსბრუკში.

 
 
 

Commenti


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page