ლინცის ფილიალის დაარსება/Gründung der Filiale in Linz
- georgianstudents
- 29. März 2015
- 1 Min. Lesezeit
15 მარტს ქალაქ ლინცში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ფილიალი დაარსდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდა ელჩების პროგრამა წარუდგინა, ხოლო სტუდენტური ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრებმა ახალგაზრდებს ასოციაციის მიზნები და სამომავლო პროექტები გააცნეს.
ვენის სათავო ოფისის და გრაცის ფილიალის შემდეგ ლინცი უკვე მესამე ქალაქია, რომელშიც ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ფილიალი დაფუძნდა. აღნიშნულ ფილიალს თამარ წიქარიშვილი უხელმძღვანელებს.
სტუდენტური ორგანიზაცია ორი თვის წინ ქალაქ ვენაში დაარსდა და, მიუხედავად მცირე ხნისა, მასში უკვე რამოდენიმე ათეული ქართველი სტუდენტი გაწევრიანდა და ერთობლივად საინტერესო პროექტების გახორციელება დაიწყო.
ასოციაციის მთავარი მიზანია სხვადასხვა ღონისძიების დახმარებით ავსტრიაში მცხოვრები ქართველები გააერთიანოს და მათ ერთიანი ძალებით იზრუნონ იმაზე, რომ ერთი მხრივ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივებს გააცნონ ჩვენი ქვეყანა.
ღონისძიებაზე ჟღერდა ქართული მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ქალაქ ზალცბურგიდან ჩამოსულმა მოცარტეუმის მაგისტრანტმა და თბილისის სახ. კამერული ორკესტრის "საქართველოს სიმფონიეტას" წევრმა ია დავითაშვილმა შეასრულა.
ასოციაციის ფილიალების დაარსება მომდევნო თვეში უკვე ქალაქ ზალცბურგსა და ინსბრუკში იგეგმება.
Comments