Suche
სააღდგომო წვეულება ვენაში / Osterfeier in Wien
- georgianstudents
- 13. Apr. 2015
- 1 Min. Lesezeit
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ავსტრიის ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ ქართულ ღონისძიებაში, რომელიც ვენაში 12 აპრილს გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და კერძები; მოწყობილი იყო პატარა ქართული კუთხეც, სადაც მსურველებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სურათები, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები, სუვენირები და სხვა.
ღონისძებას ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე სხვა ეროვნების სტუმრები.

Comments