top of page

ფეხბურთის ტურნირი ვენაში/ Fußballturnier in Wien

26 აპრილს ვენაში "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" სპორტული კომიტეტის ორგანიზებით ფეხბურთis შიდა შესარჩევი ტურნირი ჩატარდა. ტურნირში სულ 5 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც დაკომპლექტებულნი იყვნენ როგორც ქართველებით, ისე ავსტრიელებით.

ტურნირის მთავარი მიზანი იყო გამოევლინა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" და ავსტრიაში მცხოვრები ქართველების სახელით მონაწილეობას მიიღებს 24 მაისს, ქალაქ მიუნხენში გასამართ გერმანიის ქართული სათვისტომოს თასის ტურნირში.

ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:5 გუნდმა "Georgia" გაიმარჯვა.

აღნიშნული ტურნირი უკვე მეოთხედ ტარდება და მასში სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში მცხოვრები ქართველებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულს კი სამახსოვრო მედლებისა და სერთიფიკატების გარდა გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი.

ორგანიზაციის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთელებს, რომლებმაც ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. დღეიდან კი ყველანი ერთად ველოდებით 24 მაისის ტურნირს და ვგულშემატკივრობთ გუნდ "Georgia"-ს! მიუნხენიდან გამარჯვებული დავბრუნდებით!

საკვანძო სიტყვები

Noch keine Tags.
bottom of page