ქართული საღამო ვენაში/Georgischer Abend in Wien
- georgianstudents
- 8. Mai 2015
- 1 Min. Lesezeit
7 მაისს ქართული სტუდენტური ასოციაციის ვენის კულტურულმა განყოფილებამ გერმანულენოვანი მსმენელებისათვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციაზე ვენის ინტერკულტურული ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა მათ მიერ კავკასიის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე. სტუდენტური ასოციაციის ვენის ფილიალის ხელმძღვანელმა თეონა ჭოლოკავამ სტუმრებს სტუდენტური ასოციაციის მიზნები და იდეები გააცნო . უშუალოდ პრეზენტაციას კი ლილი ჯიშიაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს საქართველოს შესახებ უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. საღამო დაასრულა ქართველმა მომღერალმა ია ღვიანიაშვილმა. პრეზენტაციის დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.
საღამომ წარმატებულად და სასიამოვნოდ ჩაიარა. გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ვენის ინტერკულტურულ ცენტრს და ქალბატონ ბარბარა ჰემერლეს, ასევე ქართულ რესტორან მარანს და მის წარმომადგენელ გიორგი კაკიაშვილს.
コメント