top of page

რა? სად? როდის?/Was? Wo? Wann?

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 11. Mai 2015
  • 1 Min. Lesezeit

10 მაისს ვენაში ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს "რა? სად? როდის?" კლუბის, სპორტისa და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიერ. თამაშები ავსტრიის გარდა მსოფლიოს იმ 9 ქვეყანაში ჩატარდა, რომლებშიც საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ჰყავს წარდგენილი.

ვენის სათამაშო მაგიდაზე სულ 5 გუნდი იყო, მათ შორის როგორც ვენიდან, ისე ავსტრიის სხვა ქალაქებიდან: გრაციდან და ლინციდან.

საბოლოოდ გამარჯვება ვენის გუნდს "დუნაიდალეულები" ერგოთ, რომლებმაც სულ რაღაც ერთი ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ გრაცის გუნდს "პრომეთეს".

თამაშის წამყვანი ნინო აჟანდაძე იყო, ხოლო კომისიაში და სამსაჯო კოლეგიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის გარდა შედიოდნენ მარეხ ნანავა, თეონა ჭოლოკავა და მაიკო ავალიანი.

თამაშს ესწრებოდნენ ქალაქ ვენაში მცხოვრები სხვა მოთამაშეებიც, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მომდევნო წელს თავადაც მიიღონ მონაწილეობა.

თითოეულ მონაწილეს და დამსწრე საზოგადოებას მადლობას ვუხდით მონაწილეობისთვის და თამაშის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

 
 
 

Комментарии


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page