top of page

შეხვედრა ნინა სუბლატთან/Treffen mit Nina Sublatti

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 17. Mai 2015
  • 1 Min. Lesezeit

16 მაისს ვენაში, კაფე-ბარ "Schaltwerk"-ში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველ მონაწილესთან, ნინა სუბლატთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის, ავსტრიის ქართული სათვისტომოს, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს, კაფე-ბარ "schaltwerk"-ის და ევროვიზიის ქართველი დელეგატების მიერ.

საღამოზე ნინამ ორი სიმღერა შეასრულა - საკონკურსო "Warrior" და "Blue jeans".

დამსრწე საზოგადოებას ნინასთვის კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ. საღამოს მსვლელობისას მოეწყო გათამაშება ევროვიზიის შესახებ დასმული შეკითხვებით. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები ნინა სუბლატმა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ნინას და ასევე ჩვენს ქვეყანას ამ კონკურსზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

თითოეულ ჩვენგანს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველს, შეგვიძლია გავხდეთ თანამონაწილე ნინას გამარჯვებისა!

ხმის მიცემის ზუსტ წესებს კი უახლოეს მომავალში ჩვენ ფეისბუქ გვერდზე გაგაცნობთ.

 
 
 

Comments


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page