top of page

ფეხბურთის მატჩი გერმანიაში/ Fußballspiel in Deutschland

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 25. Mai 2015
  • 1 Min. Lesezeit

24 მაისს ავსტრიის საფეხბურთო კლუბი "SV Georgia" გერმანიის ქართული სათვისტომოს თასის საქალაქთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა და პირველ ადგილთან ერთად ოქროს მედლები და გარდამავალი თასიც დაისაკუთრა.

ტურნირში 11 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის მიუნხენის, შტუტგარტის, ჰანოვერის, ფრაიბურგის და ვენის საფეხბურთო გუნდები.

ავსტრიის ქართველების სახელით ტურნირზე გუნდის თამაშს ორგანიზება "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასციაციამ" გაუწია.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ:

კაპიტანი: გიორგი გიკაშვილი მეკარე: მამუკა ჭიჭინაძე მოთამაშეები: აჩიკო ბუთურიშვილი გივი ბედოშვილი თემურ ღანიაშვილი შოთა თავდუმაძე მწვრთნელი : ზაზა ჭუმბურიძე

პირველ წრეში პირველივე თამაშში დამარცხების შემდეგ "Georgia"-ს ფეხბურთელებმა დარჩენილი 4 თამაში მოიგეს და 12 ქულით გათამაშების სათავეში მოექცნენ. გუნდმა ასევე წარმატებით იასპარეზა მეოთხეფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებში. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ფინალური მატი, რომელშიც ჩვენი ფეხბურთელები წინა წლის გამარჯვებულ და მასპინძელ მიუნხენის "კოდალებს" დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა; დამატებითი დროის შემდეგ კი 6 მეტრიანი საჯარიმო დარტყმები დაინიშნა, რომელშიც გამარჯვება ავსტრიის ქართველების სახელებით მონაწილე გუნდმა "SV Georgia" მოიპოვა.

თამაშს ესწრებოდნენ და გუნდს სხვებთან ერთად გულშემატკივრობდნენ "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" პრეზიდენტი სალომე სალაძე, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო აბჟანდაძე და გუნდის მწვრთნელი ზაზა ჭუმბურიძე. გუნდს ასევე გვერდით ედგა და ქომაგობდა საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში მიხეილ სარჯველაძე.

თამაშის ბოლოს საუკეთესო მეკარედ "SV Georgia"-ს მეკარე მამუკა ჭიჭინაძე დასახელდა.

ღონისძიების მეორე ნაწილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმს მიეძღვნა, რომელიც ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში ჩატარდა და სადაც ქართულ სიმღერასთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვები და ქართული ტრადიციული სუფრა.

ჩვენი ასოციაციის სახელით დიდ მადლობას ვუხდით გერმანიის ქართულ სათვისტომოს, რომ უფლება მოგვეცა აღნიშნულ ტურნირში და ზეიმში მონაწილეობისა. ეს იყო პირველი ნაბიჯები ავსტრიაში და გერმანიაში მცხოვრები დიასპორების ერთმანეთთან დაახლოებისა და ერთობლივ პროექტებში ჩართვისა.

 
 
 

Comments


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page