top of page

კულტურის ფესტივალი ლინცში /Kulturmesse Linz

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 16. Juni 2015
  • 1 Min. Lesezeit

12 - 15 ივნისს ქალაქ ლინცში კულტურული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ლინცის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წიქარიშვილისა და ლინცში მცხოვრები ქართველების ორგანიზებით საქართველო წელს პირველად საკუთარი სტენდით წარსდგა ამ ფესტივალზე. ღონისძიების ორგანიზებაში ასევე ჩართული იყვნენ სტუდენტური ასოციაციის ვენის სათავო ოფისის წარმომადგენლები და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავტრიაში.

სამივე დღის განმავლობაში ჩვენს სტენდს საკმაოდ ბევრი დამთვალიერებელი ესტუმრა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ფესტივალის ბოლო დღეს ქალაქ ლინცის მერის, ბატონი კლაუს ლუგერის სტუმრობა, რომელმაც დაათვალიერა ქართული სტენდი, დაინტერესდა ქართული დამწერლობით, ქართული ჩოხით, აღნიშნა ქართული ღვინის უნიკალურობა, ჩვენი სტენდიდან კი საჩუქრად წითელი ქართული ღვინო მიიღო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანების, მარიამ ჩიკავას და მარიანა ქებაძის ნამუშევრების დათვალიერება.

გარდა ამისა, ფესტივალის მსვლელობისას შეგროვდა თანხა თბილისში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

ფესტივალის ბოლო დღეს საქართველო ქართული ტრადიციული ნივთების გარდა წარმოდგენილი იყო ადგილზე დამზადებული ტრადიციული კერძებითა და ქართული ცეკვით, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ლინცის კულტურულ ფესტივალზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩინებაში. განსაკუთრებული მადლობა ქალაქ ლინცშ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყვნენ და გვეხმარებოდნენ. მადლობას ვუხდით ასევე ქართულ სახლს ავსტრიაში, ქართულ სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ავსტრიაში.

 
 
 

Comentarios


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page