top of page

საქართველო გასტაინის კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე

"ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ზალცბურგის ფილიალის ხელმძღვანელის, მარიამ ბარნაბიშვილის თანაორგანიზატორობითა და ქალაქ გასტაინში მცხოვრები ქართველების ხელშეწყობით საქართველო კიდევ ერთ კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა მაყურებლების წინაშე და მათ ჩვენი ქვეყანა გააცნო.

ფესტივალზე 25-მდე ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო კი ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთებით, ქართული ცეკვით, ღვინითა და კერძებით იყო წარმოდგენილი.

დამთვალიერებლებს შეეძლოთ სრულიად უსასყიდლოდ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ათამდე დასახელების ქართული კერძი. კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გამოფენის შუაგულში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, მიუნხენიდან ჩამოსულმა მოცეკვავეთა გუნდმა შეარულა სამი ქართული ცეკვა და სტუმრებს ამ მხრივაც გავაცანით ჩვენი ქვეყანა.

ღონისძიებაზე შეგროვდა თანხა, რომელიც გადაირიცხება 13 ივნისს, ქალაქ თბილისში დაზარალებულთა ოჯახებში.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ, სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიაში სალომე სალაძე, ასევე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო აბჟანდაძე.

სრულიად ასოციაციის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ გასტაინში მცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც უდიდესი ენერგია და შრომა ჩადეს, რომ ღონისძიება კარგი გამოსულიყო და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარგვედგინა დამთვალიერებლისთვის.

საკვანძო სიტყვები

Noch keine Tags.
bottom of page