Suche
ანტისაოკუპაციო აქცია/Demo gegen die russische Okkupation Georgiens
- georgianstudents
- 9. Aug. 2015
- 1 Min. Lesezeit
8 აგვისტოს ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა ეუთოს შენობის წინ მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქცია რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წლის გასვლასთან დაკავშირებით გაიმართა. მისი მიზანი იყო პატივი მიეგო აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირებისთვის და ამავე დროს კიდევ ერთხელ დაეგმო რუსული ოკუპაცია და საერთაშორისო საზოგადოებამდე ინფორმაცია მიეტანა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. აქციაზე წარმოდგენილი იყო იმიტირებული მავთულხლართები, ტრანსფარენტები, ქართული დროშები. დემონსტრაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსახლეობაში, განსაკუთრებთ უკრაინელებში, ლიტველებსა და პოლონელებში. აქცია ავსტრიაში ქართული სათვისტომოს ხელშეწყობით ჩატარდა და მასში 50-მდე ქართველი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სტუდენტური ასოციაციის წევრები.
Comments