top of page

ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემა

ავსტრიაში მცხოვრები ქართველების მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში წყალდიდობით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცათ. ჰუმანიტარული ტვირთი რამოდენიმე დღის განმავლობაში ქალაქ ვენაში სამი ქართული ორგანიზაციის ინიციატივით, იქ მცხოვრები ქართველების მიერ გროვდებოდა, ეს ორგანიზაციებია:

"ავსტრიის ქართული სახლი" "ქართული სათვისტომო ავსტრიაში" "ქართველ სტუდენტთა ასოციაცია ავსტრიაში".

ჰუმანიტარული ტვირთი დყველა აზარალებულ ოჯახს ორგანიზაციების წარომადგენლებმა ქალაქ ვენის წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძრის წინამძღვარ, მამა ილია ჩადუნელთან ერთად თავად გადასცეს.

ჰუმანიტარული ტვირთის გარდა დაზარალებულებს თანხაც გადაეცათ, რომელიც საქველმოქმედო კონცერტისა და კიდევ რამოდენიმე აქტივობის შედეგად ქალაქ ვენაში შეგროვდა.

გვინდა ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის სახელით მადლობა გადავუხადოთ რამოდენიმე კომპანიას და საჯარო დაწესებულებას, რომლებც ამ დროის განმავლობაში გვერდით გვედგნენ და გვეხმარებოდნენ ტვირთის ტრანსპორტირებაში.

მადლობა კომპანია "აირზენას", რომელმაც ჰუმანიტარული ტვირთი უსასყიდლოდ, ვენიდან თბილისამდე ჩამოიტანა.

მადლობა თბილისის მერიას და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შუამდგომლობისა და დახმარებისთვის.

უღრმესი მადლობა ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მამა ილია ჩადუნელს, რომელიც მთეი დღის განმავლობაში გვერდით ედგა და ეხმარებოდა ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღნიშნული ტვირთის დაზარალებულებთან გადანაწილებაში. მადლობა თბილისის მერიას და უშუალოდ ამ პროექტში ჩართულ თანამშრომლებს, კონსტანტინე სააკაშვილს და რატი ჩიქოვანს.

საკვანძო სიტყვები

Noch keine Tags.
bottom of page