ქართული საღამო ვენაში/Der georgische Kulturtag in Wien
- georgianstudents
- 25. Okt. 2015
- 1 Min. Lesezeit
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციამ 24 ოქტომბერს ქალაქ ვენაში გამართულ ქართული კულტურის დღეში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციასთან ერთად დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა ქართული ფოლკლორული და ასევე ეთნო -ჯაზური კომპოზიციები, რომლებიც ქართველ -ავსტრიელ მომღერალთა გუნდმა „ჰარალომ“ და ასევე თეონა მოსიამ შეასრულეს. ქართულ ფოლკლორთან ერთად ღონისძიებაზე ქართული ცეკვაც იყო წარმოდგენილი, რომელსაც "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" მოცეკვავეთა გუნდი ასრულებდა. ღონისძიების მეორე ნაწილში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული კერძები და ასევე რამოდენიმე სახეობის ქართული ღვინო. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ რამოდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა შესახებ ინფორმაცია ღონისძიების განმავლობაში პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას 100-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ქალაქ ვენის მერიის ასევე ქალაქ ვენაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები.
Comments