"შეიცანი საქართველო"-ქართული ღონისძიება ქალაქ ლინცში/Georgien erleben - ein georgischer Ku
- georgianstudents
- 1. Nov. 2015
- 1 Min. Lesezeit
გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციამ და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ქალაქ ლინცში გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება ქალაქ ლინცში მცხოვრები ქართველების, ნინო ლომსაძისა და ლიკა ჩუგუაშვილის მიერ, ლინცის ქართული სათვისტომოსა და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ხელშეწყობით იყო ორგანიზებული.
ღონისძიებაზე ვენიდან ჩამოსულმა სტუდენტური ასოციაციის მოცეკვავეთა გუნდმა „Georgia“ და მომღერალმა ია ღვინიაშვილმა მაყურებლებს ქართული ტრადიციული ცეკვა და სიმღერა ხოლო ლინცში მცხოვრება ქართველებმა და ლინცის ქართულმა სათვისტომომ ქართული ტრადიციული კერძები შესთავაზეს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო. დარბაზში გამოფენილი იყო ქართველი მხატვრების ნამუშევრები და რუსთავის ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელების ხელნაკეთობები.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ ვენის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ილია ჩადუნელი და ავსტრიის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი თამილა ჯერვალიძე.
პრეზენტაცია საქართველოს შესახებ მრავალფეროვანი ინფორმციით იყო დატვირთული, მათ შორის ავსტრიელი Sebastian Löffler-ის მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოებითა და მოპოვებული ინფორმაციებით. აქვე წარმოდგენილი იყო საქართველოს შესახებ მრავალი სახის ბროშურა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს ავსტრიაში.
ასევე მადლობას ვუხდით „Arcobaleno“ რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო დარბაზი და დაგვეხმარა ღონისძიების ორგანიზებაში.
საღამო საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს გადაერიცხებათ.
Comments