Suche
შეხვედრა Institut Fusion-ში/Das Treffen im Institut Fusion
- georgianstudents
- 1. Nov. 2015
- 1 Min. Lesezeit
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ლინცის ფილიალის წევრები, თამარ წიქარიშვილმა და ნანა მამუკელაშვილმა "Institut Fusion"-ის და ქალაქ ლინცის თურქული სათვისტომოს მოწვევით მათი ტრადიციული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ღონისძიების შემდეგ კი ოფიციალურ სადილზე მათ საშუალება ჰქონდათ დაემოვნებინათ თურქული წესით შავი ზღვის თევზეულისგან დამზადებული კერძები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ლინცის მერიის წარმომადგენლები. აღნიშნული წარმომადგენლები საქართველოს უკვე კარგად იცნობენ, რადგან ჩვენი ასოციაციის ლინცის ფილიალის ორგანიზებით ივლისში გამართულ კულტურის ფესტივალზე ჩვენი სტენდის სტუმრები იყვნენ.

Comments