Suche
შეხვედრა საქართველოს დიასპორის მინისტრთან/Das Treffen mit dem georgischen Staatsminister für Diaspor
- georgianstudents
- 22. Nov. 2015
- 1 Min. Lesezeit
22 ნოემბერს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქალაქ ვენაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიაში და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის წევრები. შეხვედრაზე მინისტრმა მრავალი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, ასევე უპასუხა დამსწრეთა მიერ დასმულ კითხვებს.
მინისტრმა და ელჩმა ასევე მოინახულეს "ავსტრიის ქართული სათვისტომოს" და "ქართული სახლის" საკვირაო სკოლები, სადაც საერთო ჯამში 70-მდე პატარა სწავლობს და ცოდნას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაში იღრმავებენ.
შეხვედრა ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული და მას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსულოს და საელჩოს წარმომადგენლები.
Comments