ქართული საღამო ვენაში/Der georgische Abend in Wien
- georgianstudents
- 20. Dez. 2015
- 1 Min. Lesezeit
20 დეკემბერს ქალაქ ვენაში ორგანიზებულ ქართულ საღამოზე მოსულ უამრავ სტუმარს ჩვენმა ასოციაციამ მრავალფეროვანი პროგრამით, უგემრიელესი ქართული კერძებითა და ქართული ღვინით უმასპინძლა.
ჩვენმა სტუმრებმა ქალაქ ლინციდან ლიკა ჩუგუაშვილმა და სებასტიან ლოეფლერმა ვრცელი პრეზენტაცია მიუძღვნეს საქართველოს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას.
ქართველმა ჯაზ-მომღერალმა თეონა მოსიამ, თავისი ახალი მუსიკალური კლიპის პრეზენტაციის შემდეგ, საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
საღამო 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და სტუმრების შთაბეჭდილებებისა და კომპლიმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან წარმატებული საღამო გამოგვივიდა წლის შემაჯამებელი ღონისძიების სახით.
ქართველ სტუდენტთა ასოციაცია თანადგომისთვის მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს ავსტრიაში.
ასევე მადლობას ვუხდით ქართულ სათვისტომოს ავსტრიაში, რომელიც ამ ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო.
Comments