Suche
პირველი არჩევნები/Die erste Vereinswahl
- georgianstudents
- 25. Jan. 2016
- 1 Min. Lesezeit
2016 წელს რომ ასოციაციაში ცვლილებებს ვგეგმავთ, ამაზე ერთხელ უკვე მოგახსენეთ.
ამ ცვლილებების ფარგლებში პირველი ნაბიჯი 23 იანვარს გადავდგით და ასოციაციის რეორგანიზაციის მიზნით (და წესდებით განსაზღვრული წესით) არჩევნები ჩავატარეთ.
ხმის მიცემა შეძლეს მმართველი საბჭოს წევრებმა, ფილიალების ხელმძღვანელებმა/ კანდიდატებმა და ასოციაციის იმ წევრებმა, რომლებმაც წინა სემესტრის საწევრო მოსაკრებელი გადაიხადეს.
პირველი არჩევნების შედეგები ესეთია:
ასოციაციის ხელმძღვანელი - სალომე სალაძე გრაცის ფილიალის ხელმძღვანელი - მაიკო ხუფაცარია ლინცის ფილიალის ხელმძღვანელი - თამარ წიქარიშვილი სამუშაო ჯგუფის წევრები - სერჟ სოლომონიანი, მარიკა ბექაური, ნინი აბჟანდაძე
ახალი გეგმებისა და ღონისძიებების ამბებს უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ.

Comments