top of page

ქართული საღამო ზალცბურგში/ Ein georgischer Kulturabend in Salzburg

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 28. Feb. 2016
  • 1 Min. Lesezeit

"ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციისა" და ასოციაციის ზალცბურგის ფილიალის ხელმძღვანელის, სალომე ცაბაძის ერთობლივი ორგანიზებით, ასევე, ზალცბურგის მიწაზე მცხოვრები ქართველების ხელშეწყობით 27 თებერვალს ქალაქ ზალცბურგში ქართული საღამო გაიმართა.

საღამოზე საქართველოს შესახებ პრეზენტაციის გარდა წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მიუნხენიდან ჩამოსულმა მოცეკვავეთა და მომღერალთა გუნდმა "იბერისმა" შეასრულა. ღონისძიების მესამე ნაწილში მსურველებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ "Georgische Traditionsweine"-ს სხვადასხვა სახის ღვინოები და მრავალი სახეობის ქართული კერძი.

საღამოს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ქართველები და ასევე უცხოელები, ასევე, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ვენის დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვარი, მამა ილია ჩადუნელი.

ასევე პირველად ქალაქ ზალცბურგში 27 თებერვალს ავსტრიისა და გერმანიის მთავარეპისკოპოსის ლაზარეს (სამადბეგაშვილი) კურთხევით წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის რუმინულ მართლმადიდებლურ ტაძარში მამა ილია ჩადუნელმა წირვა აღავლინა.

წირვას ზალცბურგის მიწაზე მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ.

გვინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც სულ მცირე წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ორგანიზებაში უღრმესი მადლობა გადავუხადოთ!

მადლობა ღონისძების მონაწილეებს და სტუმრებს, მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდს "იბერისი" მიუნხენიდან ღონისძიების გალამაზებისთვის, ბატონ ზურა მოსიაშვილს თანამშრომლობისთვის და ავსტრიის ქართულ სათვისტომოს და მის ხელმძღვანელს თამილა ჯერვალიძეს მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის.

იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ მსგავსი სახის ქართული ღონისძიებებს ქალაქ ზალცბურგში ისევ განვახორციელებთ.

 
 
 

コメント


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page