top of page

დიასპორული კონფერენცია ფრანკფურტში/Building Bridges – Georgian Diaspora for Development

  • Autorenbild: georgianstudents
    georgianstudents
  • 12. März 2016
  • 1 Min. Lesezeit

11 მარტს ფრანკფურტში GIZ (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit))-ის ორგანიზებით ქართული დიასპორული კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით "Building Bridges – Georgian Diaspora for Development", რომელშიც ავსტრიაში არსებულ ქართულ ორგანიზაციებსაც მიეცათ მონაწილეობის მიღების საშუალება. მათ შორის ვიყავით "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია", "ქართული სათვისტომო ავსტრიაში" და "ქართული სათვისტომო ქალაქ ლინცში".

კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამოდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ასევე სხვადასხვა ქართული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც ცალკეული გამოსვლების, ისე დისკუსიის ძირითადი აქცენტი უცხოეთში განათლებამიღებული და კვალიფიცირებული მოქალაქეების საქართველოში მოკლე ან ხანგრძლივი ვადით დავრუნების პერსპექტივაზე იყო დასმული.

ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ მოგვეცა საშუალება, გაგვეცნო ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მოგვესმინა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები და მიგვეღო ბევრი საინტერესო ინფორმაცია.

 
 
 

Comments


საკვანძო სიტყვები

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page