ფეხბურთის საქალაქთაშორისო ტურნირი შტუტგარტში/Ein städteübergreifendes Fußballturnier in Stutgart
- georgianstudents
- 31. März 2016
- 1 Min. Lesezeit
ყურადღება, ყურადღება! :)
გაზაფხულდა და სპორტულ აქტივობებში ჩაბმა იწყება!
როგორც იცით, შარშან ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებს პირველად მოგვეცა საშუალება გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ საქალაქთაშორისო საფეხბურთო ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა. ვითამაშეთ; ჩვენმა ბიჭებმა არ დაზოგეს საკუთარი ძალები. საბოლოოდ, 12 გუნდში საუკეთესოები აღმოვჩნდით და უკან, ავსტრიაში გამარჯვებულები, პირველი ადგილითა და გარდამავალი თასით დავბრუნდით.
წლევანდელ ტურნირს 15 მაისს შტუტგარტი მასპინძლობს (ცნობისათვის, ორშაბათი, ტურნირის მომდევნო დღე, დასვენების დღეა).
წელსაც, ისევე როგორც შარშან, "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ორგანიზებით ტურნირში ვენაში არსებული, ქართველი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდი "Georgia" იღებს მონაწილეობას.
გერმანიის ქართული სათვისტომო აღნიშნულ ტურნირს უკვე მე-6 წელია ატარებს და მისი მიზანი გერმანიის და ახლა უკვე ავსტრიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველების დაახლოებაა. სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული გუნდები ერთმანეთს ფეხბურთის თამაშში ეპაექრებიან, ტურნირის შემდგომ კი ე.წ. მესამე ტაიმი იმართება, სადაც მასპინძლები და სტუმრები ქართულ სუფრასთან აღნიშნავენ ტურნირის წარმატებით დასრულებას...
მათ, ვისაც შტუტგარტში ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ წამოსვლა გსურთ, გთავაზობთ იმ გზას, რომლითაც ჩვენ - ფეხბურთელები, სტუდენტური ასოციაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ვაპირებთ წასვლას:
მივდივართ წინა დღეს, შაბათს, 14 მაისს, დილის 7:00 საათზე მინი-ავტობუსით ვენიდან შტუტგარტისკენ. ჩასვლის დღეს დავათვალიერებთ ქალაქს, მეორე დღეს კი, თამაშისა და "მესამე ტაიმის" შემდგომ მოვდივართ და ორშაბათს, გამთენიისას 05:00 საათისთვის ვენაში. (ორშაბათი დასვენების დღეა)
საერთო ჯამში, მგზავრობა და სასტუმროში ღამის თევის ღირებულება 70 ევროა. ამ თანხას ვიხდით შტუტგარტში წასვლის თითოეული მსურველი (როგორც ფეხბურთელები, ისე ასოციაციის წევრები და გულშემატკივრები) საკუთარი ფინანსებიდან.
იმისთვის, რომ გულშემატკივრებმა წამოსვლა შეძლონ, საჭიროა შეგროვდეს 9 ადამიანი, რომ მოხერხდეს მინი-ბუსის დაქირავება. მსურველებს, რა თქმა უნდა, საკუთარი ავტომობილებით წამოსვლაც შეუძლიათ :).
Comments