ფეხბურთის ტურნირი შტუტგარტში / Fußballturnier in Stuttgart
- georgianstudents
- 16. Mai 2016
- 1 Min. Lesezeit
ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით, ვენაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისგან დაკომპლექებულმა საფეხბურთო გუნდმა SV Georgia შტუტგარტში, გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი მოიპოვა.
საკმაოდ რთული მეტოქეები გვყავდნენ, ტურნირის გამარჯვებული კი მასპინძელი შტუტგარტის გუნდი გახდა.
მადლობა SV Georgia-ს ფეხბურთელებს, მწვრთნელს დაგულშემატკივარს, რომლებმაც არ დაიზარეს 1200 კილომეტრის გავლა და ტურნირში მონაწილეობის მიღება.
მადლობა გერმანიის ქართულ სათვისტომოს, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელია უფლებას გვაძლევენ ამ ტურნირში და ქართველების ძალიან დიდ შეკრებაში მონაწილეობა მივიღოთ. მადლობა შტუტგარტში მცხოვრებ ქართველებს გულთბილი დახვედრისთვის. ვიტოვებთ იმედს, რომ მომდევნო წელს გამარჯვების შემთხვევაში ტურნირის ვენაში მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებთ.
Comments