top of page

შესაძლებელია თუ არა, რომ ავსტრიაში Au-pair პროგრამით ჩამოსულმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტში განაცხადი შეიტანოს და Au-pair პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნების გარეშე ვიზა გაიგრძელოს სტუდენტის სტატუსით?

 

 

არა მხოლოდ Au-Pair-პროგრამის დასრულების შემდეგ, არამედ პროგრამის მიმდინარეობის დროსაც კი გაქვთ უფლება, საბუთები შეიტანოთ უნივერსიტეტში და მიიღოთ სრული ან არასრული სტუდენტის სტატუსი (იმის მიხედვით, აკმაყოფილებს თუ არა თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტები ყველა წინაპირობას). 

 

ასევე ადვილად არის შესაძლებელი Au-Pair-პროგრამის დასრულების ანუ თქვენი ერთწლიანი ვიზის ამოწურვის შემდეგ საქართველოში წაუსვლელად Au-Pair-ვიზის სტუდენტური ვიზით შეცვლა. ამისთვის გესაჭიროებათ ყველა ის საბუთი, რაც სტუდენტური ვიზის მისაღებად არის საჭირო. საბუთების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ქვეთავში. გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტური ვიზის ასაღებად განაცხადი უნდა შეიტანოთ Au-Pair-ვიზის ვადის ამოწურვამდე

 

Au-pair-პროგრამის მიმდინარეობისას თქვენთვის არანაკლებ საინტერესო შეიძლება იყოს ასევე კოლეჯებისა და სავაჭრო სკოლების მიერ შემოთავაზებული საღამოს სწავლება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ დოკუმენტის შესაბამის გვერდს.

 

 

 

სარჩევზე გადასვლა

© 2016 Georgian Students´Assiation in Austria

by M. Bekauri

bottom of page